ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიიდან მოხსნას ითხოვს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი”  საარჩევნო სიიდან უნდა მოიხსნას.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.

„ნორმალურ სახელმწიფოში როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი. დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ, ასევე, პროკურატურა. იმიტომ რომ საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ხდება მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პარტიის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას კრემლის დაფინანსების შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ ოპონენტები მის პარტიას თავს ესხმიან.

„8 მილიონიანი ბიუჯეტის თემაზე იყო ხო საუბარი ? ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ამ ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. 8 მლნ იმიტომ გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერი 8 არ არის. სააკაშვილი და ბოკერია თქვენ ორივე, გაცოფებული ხართ, ასეთ ბიძურ თავდასხმებს იწყებთ და ეს თქვენი დაკვეთაა“, – აღნიშნა ინაშვილმა და დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში.

Facebook Comments

ახალი დადებული