ხვალიდან საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

ხვალიდან საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

25-26 აგვისტოს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-28 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-28 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 აგვისტოს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

Facebook Comments

ახალი დადებული