ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მკაცრი სანქციები დაწესდება

მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ. ჩვენი მიზანია, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით, პატივს ვცემთ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, გვჯერა ჩვენი ამომრჩევლის და გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

“ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე; საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ანალოგიური ცვლილება შევა „სისხლის სამართლის კოდექსშიც“. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე; შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული