გერმანია: ნავალნის შესახებ ექიმების დასკვნა პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო

„გერმანული კლინიკის Charite–ის ექიმების დასკვნა ალექსეი ნავალნის დიაგნოზის შესახებ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია“, – ამის შესახებ გერმანიის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ულრიკე დემერმა რუსეთის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ნავალნის შესაძლო მოწამვლის თაობაზე კრიტიკას ვერ მიიღებს, რადგან ეს ექიმების დამოუკიდებელი დასკვნა იყო.

„ინდივიდუალურ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. საერთოდ, ფედერალური მთავრობის რეაქცია მკურნალი ექიმების მონაცემებს ეფუძნება და აშკარაა, რომ ეს მონაცემები რაიმე პოლიტიკური გავლენის გარეშე იყო მიღებული“, – აღნიშნა დემერმა.

ცნობისთვის, გერმანელი ექიმების დასკვნით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლულია. 

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისის ბორტზე შეუძლოდ გახდა. 22 აგვისტოს შემდეგ ის გერმანიაში მკურნალობს.

Facebook Comments

ახალი დადებული