ვინმე გვეტყვის, ერთი კოლოფი( 28 აბი) მარეგულირებელი – ედარბი კლო ოცდაათი ლარიდან ასი ლარი რატომ გახდა, ასი?!

ჯანდაცვის მინისტროო, ცოცხალი ხომ ხარ?

არის ვინმე სულიერი ვინც გვეტყვის, წნევის ჩვეულებრივი , ერთი კოლოფი( 28 აბი) მარეგულირებელი – ედარბი კლო ოცდაათი ლარიდან ასი ლარი რატომ გახდა აააააასი? იქნებ საბოტაჟიაა? ჩვენ შეგნებული ხალხი ვართ, მომთმენნი, ამტანნი, გალენჩებულები, ყველაფერს გაგებით მოვეკიდებით, ოღონდაც იმას ნუ მეტყვით, რომ არაა აუცილებელი ყველამ “ძვირფასი” წამლები დალიოს, 2 ლარიანი ადელფანიც საკმარისია, ან ისევ დიბაზოლი-პაპავერით დავჩხვლითო ჩემი მოხუცებიი, რომლებსაც ისედაც დღეგამოშვებით ვუზოგებ მედიკამენტებს, სანამ თურქეთის საზღვარი გაიხსნება და გადავალ, სადაც 17 ლარად 100 აბ ბეტასერკს ვყიდულობდი მაშინ, როცა აქ ამ დედააფეთქებულ აფთიაქებში 22 ლარს მხოლოდ 25 აბში ვიხდიდი, გავაგრძელო მაგალითებიი?’ დროზე მიხედეთ “მეწამლეებს”, ცუდი ამბებისკენ მიერეკებიან ადამინებს!,-წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
%d bloggers like this: