„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი საბერძნეთში, თავდსხმის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის სასამართლომ ინგლისური საფეხბურთო გუნდის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი ჰარი მაგუაირა დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმის, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ქრთამის შეთავაზებაში. ამის შესახებ Guardian იუწყება. 

ცნობილი ხდება, რომ სასამართლომ მაგუაირს 21 თვითა და ათი დღის ვადით პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე მაგუაირი და ბრიტანელი ტურისტების ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ყველაფერი კი ფეხბურთელისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” შეურაცხყოფით დაიწყო, კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოთამაშის და ხელში ბლაგვი საგნით დაჭრეს. ახლობელი ადამიანის დაჭრამ მაგუაირი განარისხა, ტურისტებს თავს დაესხა და კარგი სპორტული მომზადების ხარჯზე მათ იოლად გაუსწორდა.

საჭირო გახდა სამართალდამცველების გამოძახება. მაგუაირი ეცადა, პოლიციის წარმომადგენლებისთვის მომხდარი აეხსნა და მათ საჯარიმო თანხის გადახდაც კი შესთავაზა, რაც სამართალდამცველებმა მოსყიდვის მცდელობად აღიქვეს და საბოლოო ჯამში, ის დააკავეს. მოგვიანებით მაგუაირი გაათავისუფლეს.

Facebook Comments

ახალი დადებული