მელანია ტრამპი: დონალდ ტრამპი ამერიკისთვის საუკეთესო არჩევანია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არასდროს მალავს, რასაც ფიქრობს, რადგან გულახდილია და უყვარს თავისი ქვეყანა,-ამის შესახებ აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„აბსოლუტური წესიერება- ეს არის, რასაც ჩვენ, ამერიკის მოქალაქეები ჩვენი პრეზიდენტისგან ვიმსახურებთ. მოგვწონს ეს თუ არა, თქვენ ყოველთვის იცით, რას ფიქრობს ის. და ეს იმიტომ, რომ გულახდილი ადამიანია, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი. მას უნდა, რომ რომ ამერიკა უკეთესი გახდეს“,-განაცხადა მელანია ტრამპმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ქვეყნისთვის საუკეთესო არჩევანია. პირველმა ლედიმ საზოგადოებას არჩევნებში ტრამპის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

რესპუბლიკელებმა 24 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატურა მეორე ვადით წამოაყენეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული