რუსების 45%-ს ჩიპირების ეშინია

რუსეთის მოქალაქეთა დიდ ნაწილს ადამიანების ჩიპირების ​ეშინია, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარი შიშობს, რომ შესაძლოა, ჩიპი ორგანიზმში შეუმჩნევლად შეუყვანონ.

რუსეთის მოქალაქეთა 69 %-ს სმენია, რომ არსებობს ჩიპირების პრაქტიკა, თუმცა დეტალების შესახებ არ იცის. ამასთან, ჩიპის შესახებ პირველად ესმის რესპონდენტთა 16%-ს, ხოლო 15% კი, კარგად არის გარკვეული ჩიპის ჩადგმის დეტალებში.

გამოკითხულთა იმ ნაწილისგან, ვისაც გაგებული ქავს ჩიპირების შესახებ, 54 % ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანს შეუმჩნევლად ჩაუდგან ორგანიზმში ჩიპი. 42 % კი, საწინააღმდეგო აზრზეა.

სულ, რუსების 45 % შიშობს, რომ შეიძლება, შეუმჩნევლად ჩაუდგან ჩიპი. 52%-ს კი არ ეშინია ამის.

Facebook Comments

ახალი დადებული