სააგენტო Info POSTALIONI წყვეტს ქვეყანაში მომხდარი თვითმკვლელობების გაშუქებას

ადამიანების სიკვდილი და სიცოცხლე ხშირად ჟურნალისტებზეა დამოკიდებული, სტატიებს შეუძლიათ ბიძგი მისცენ ტერაქტებს, სუიციდს, ფემიციდს და ა.შ.- ამის შესახებ ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა, მაიკლ იეტერმა განაცხადა. მრავალწლიანი დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, მეცნიერი ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების რიცხვი პირდაპირ კავშირშია მედიაში მათი გაშუქების ინტენსივობასთან.

ტერმინი „ვერთერის სინდრომი“ 1970 წელს ამერიკელმა სოციოლოგმა დევიდ ფილიპსმა გერმანელი კლასიკოსის, ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოებზე დაყრდნობით დაამკვიდრა. საუბარია „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანზე“. ეს ნაწარმოები მე-18 საუკუნეში ბევრი ახალგაზრდა ყმაწვილის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. ვისაც არ ახსოვს: ცალმხრივი სიყვარულით დატანჯული ვერთერი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. „ვერთერის სინდრომის“ დროს ერთი სუიციდი მეორის პროვოცირებას ახდენს.

გამომდინარე საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან, „ინფო ფოსტალიონი“ წყვეტს ქვეყანაში მომხდარი ნებისმიერი თვითმკვლელობის გაშუქებას იმ დრომდე, სანამ მედია სუიციდის გაშუქების სწორ ფორმას არ მონახავს. მიგვაჩნია, რომ მედია ვალდებულია, საზოგადოების ინფორმირება მოახდინოს ისე, რომ ამან საშიში ფორმა არ მიიღოს. ჩვენთვის რეიტინგზე მნიშვნელოვანი სხვა ღირებულებებია.

Facebook Comments

ახალი დადებული