ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს ორი შვილი გარდაეცვალა

2020 წელი ცნობილ ტელეწამყვანი ლარი კინგისთვის ყველაზე საშინელი გამოდგა. ივლისში ლარი კინგმა ვაჟი, აგვისტოში კი, ქალიშვილი დაკარგა.

28 ივლისს კინგის შვილი,  65 წლის ენდი კინგი გულის შეტევით გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ კი, ტელეწამყვანის 52 წლის ქალიშვილი, ჩაია კინგი დაიღუპა, რომელსაც მანამდე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მათი დაკარგვა უსამართლობა, მშობელმა შვილის სიკვდილი არასროს უნდა ნახოს“,-დაწერა ტელეწამყვანმა.

ლარი კინგი ახლა 86 წლისაა, 1987 წელს მან ინფარქტი გადაიტანა, შემდეგ კი, ინსულტი. 1999 წელს კინგმა პროსტატის კიბო დაამარცხა, 2017-ში კი ფილტვების კიბო. ის ახლა პრაქტიკულად ჯანმრთელია და თავისი საავტორო გადაცემა „ლარი კინგი ახლა“ მიყავს. ლეგენდარული ტელეწამყვანს 8 ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავდა. 

მისი გადაცემა გინესის რეკორდების წიგნშია შესული. 

Facebook Comments

ახალი დადებული