წყვილი, რომელმაც სახლი იარაღებით დაიცვა: დემოკრატების ამერიკაში უსაფრთხოდ ვერავინ იცხოვრებს

სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, თქვენი ოჯახი ვერ იქნება უსაფრთხოდ რადიკალი დემოკრატების ამერიკაში,-ამის შესახებ სენტ ლუისელმა წყვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.

მარკი და პატრისია მაკლოსკი 28 ივნისს გადაღებული ვიდეოთი მსოფლიომ გაიცნო. ცოლ-ქმარი იარაღით ხელში ცდილობდა საკუთარი სახლი მოძრაობა  Black Lives Matter-ის დემონსტრანტებისგან დაეცვა.

„ის, რაც ჩვენ გადაგვხდა თავს, თავისუფლად შეიძლება ნებისმიერ თქვენგანს დაემართოს. ვინც ქვეყანას უყურებს თავისი წყნარი რაიონიდან და სამეზობლოდან, სწორედ ამაზე გვინდა დღეს გესაუბროთ“,-განაცხადა პატრიციამ .

4 -წუთიან მიმართვაში ცოლ-ქმარმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, თავიანთ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ დემოკრატებს სურთ, აშშ-ში დაამთავრონ ჩვეული ცხოვრება.

„რადიკალები არ კმაყოფილდებიან ქუჩებში მარშით, მათ კონგრესის დარბაზებში უნდათ სიარული. მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ. მათ ძალაუფლება სურთ“,-განაცხადა მარკმა, „ეს არის ბაიდენის წვეულება. ეს არის ხალხი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენი და თქვენი შვილების მომავალზე“.

„ისინი არ დაკმაყოფილდებიან ქაოსით და ძალადობით ჩვენს კვარტლებში. მათ უნდათ ბოლომდე გაანადგურონ გარეუბნები, სადაც ოჯახები კერძო სახლებში ცხოვრობენ, ზონების ასეთი ძალადობრივი შეცვლა გამოიწვევს დანაშაულს, უკანონობას და უხარისხო საცხოვრებელს გარეუბნებში, რომლებიც ახლა ყვავის. არ შეცდეთ, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობთ, თქვენი ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდ რადიკალი დემოკრატების ამერიკაში“,-განაცხადა პატრიციამ.

ცნობისთვის, სენტ-ლუისის საოლქო პროკურორმა კიმბერლი გარდნერმა ცოლ-ქმარს, მარკ და პატრიცია მაკლოსკებს, რომლებიც ივნისის ბოლოს რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს პისტოლეტით და თოფით ემუქრებოდნენ, ბრალი წაუყენა. გარდნერის თქმით, ცოლ-ქმარმა პოტენციურად საშიში სიტუაცია შექმნა, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი მშვიდობიანი მომიტინგეებისკენ მიმართა .

მაკლოსკებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.თავის მხრივ, მისურის გენერალურმა პროკურორმა, რესპუბლიკელმა ერიკ შმიტმა ბრალის გაუქმების შესახებ მოთხოვნა გაგზავნა. როგორც მან აღნიშნა, შტატის კანონი მოსახლეობას უფლებას აძლევს, იარაღით დაიცვან კერძო საკუთრება მათგან, ვისაც ზიანის მიყენება შეუძლია. მანამდე შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, მაიკ პარსონმა განაცხადა, რომ „სავარაუდოდ შეიწყალებს მაკლოსკებს, თუ სასამართლო მათ ციხეში გაუშვებს“.

Facebook Comments

ახალი დადებული