1 ოქტომბრამდე ბაღების აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი საკვები კვლავ სახლში წაღების პირობით გაიცემა – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოადგილეს დაავალა, რომ აღსაზრდელებისათვის საჭირო საკვების მომარაგება და სწავლის დაწყებამდე პროდუქტის კვლავ სახლში გატანების ორგანიზება უზრუნველყოს, ისევე როგორც ამას მერია პანდემიის პირობებში აკეთებდა. 

“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. საუბარი იყო, რომ 15 სექტემბრიდან შეიძლება დაწყებულიყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვინდა ვიყოთ თანმიმდევრულები COVID – 19-თან ბრძოლაში და დღეს საბჭოზე მსჯელობის შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ სასწავლო პროცესი სხვადასხვა დაწესებულებებში განახლდეს სხვადასხვა დროის მონაკვეთში. შესაბამისად, პირველი ოქტომბრიდან ბაღები დაიწყებს ფუნქციონირებას.

თუმცა მანამდე მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, რომ 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გააკეთოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა გაკეთებული, ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი რაციონი მაქსიმალურად უზრუნველყონ. ჰქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან. ასევე როგორც მანამდე, ჰქონდეთ შესაძლებლობა სახლში წაიღონ და საკვები დაუმზადონ ბავშვებს,” – განაცხადა კახა კალაძემ. 

Facebook Comments

ახალი დადებული