რა გიხარიაათ?, გეგონება დაიჭირეს, სამართალმა იზეიმა და ეტაპით მოყავთ ახლა აქეთ -ნინო ახობაძე

..ესე იგი
მე არ ვიცი იმქვეყნად რომ მოვხვდებით-ვის კუპრიან ქვაბში ჩაათხლიშავენ და ვის მწვანე მოლზე გაუშვებენ ნარნარად სარბენლად მაგრამ
ამქვეყნად გვაქვს ასეთი სურათი:
(თუ რაიმეს ვამეტებ, შემისწორეთ-მივიღებ შენიშვნას)

ტიპმა 9 წელი გადაიმხო თავზე სახელმწიფო;
იგულავა, ჭამა, სვა…
მოიხმარა ყველა და ყველაფერი, რისი მოხმარებაც შეეძლო;
აქა-იქ რაღაცეებიც ააშენა, გაარემონტა ბათუმი და რამდენმა თურქმაც სასტუმრო გახსნა, ტელეკამერების წინ-ყველა თავის გაკეთებულ საქმედ მიითვალა;
ესენი ხო შერჩა-კი ბატონო.
დალშე:
დაერია ყველას, ვინც მის აზრს არ იზიარებდა, ამოკეტა ციხეებში ვისზეც ხელი მიუწვდა;
ციხე აქცია ჯოჯოხეთად;
ადამიანებს 1 ლარად გადააფორმებინა ქონება, სახლები, ბიზნესები;
გადაუღო ადამიანებს ფარული კადრები და შანტაჟით დატკბა;
2008 წელს თავად ღეჭა ჰალსტუხი და მისმა ხელდასმულმა მეთაურმა ჩაისვარა და ზვარაკად შესწირა ამ ომს ბევრი საჯიშე ქართველი; დაკარგა ტერიტორიები!!!
მისი მმართველობის დროს გაურკვეველ სიტუაციაში დაიღუპა ჟვანია და არა მხოლოდ;
შეურაცხჰყო ვეტერანთა ღირსება;
ჯარში-ტოტალური დაშინება, მინისტრი ბაჩანა ახალაია-კაბინეტში ჯაკუზით;
არჩევნებზე რესურსი ამოკეტილი ყაზარმულზე, ძალოვანი სტრუქტურები სრული კონტროლის ქვეშ;
ქუჩაში დახვრეტილი ბიჭები;
მოსმენები, დასმენები, ჩაშვება-პრიორიტეტული;
დარბეული მიტინგები, სახურავზე შემოდებული გვამები;
ჯიბის ტელევიზია…
—-
და ახლა ეს ადამიანი თავისუფლად დასეირნობს, კააის ჭამს, სვამს, თანამდებობაზეა… როცა ხოში აქვს სკაიპშიც ერთვება…
და ეხლა თქვენ აი ამას დაცინით და ამასხარავეებთ?
იიიი ჩამოვაა ვერ ჩამოვააა
ადარდე ახლა თუ ვერ ჩამოვა!
ამ უსამშობლო, უჯიშო, უარაფრო ადამიანს!
ნუ გადამრიეთ ხალხო, რა ჭირს დასაცინი, როცა
აქეთ დაგვცინა ამდენ ხალხს და
ხახვივით შერჩა პა ხოდუ ყველაფერი???
თავად მობილურის ქურდობაზე იჭერდა 15 წლის ბიჭებს, ციხეში ალპობდა და
გახედეთ აბა, რა კარგადაა! 😡
ოღონდ არ დამიწყოთ ახლა თქვენ გახარებას-იმქვეყნად დაისჯება და რაღაცეები…
იმქვეყნად არავინ ვიცით ვინ ვის გვერდით ვისხდებით.
ჩვენ ხო რასამოფ, სამოთხე გარანტირებული გვაქვს რაა…
—–
აი რა პონტში დაცინით გამაგებინეთ მე შტერს, ტიპი მილიარდელია და სულ ცალ ფეხზე ჰკიდია ჩვენი აქაური კაკანიც და კაკუნიც.
არც საკუთარ სიგოიმეს უჩივის ჩემმა მზემ…
—-
ისეთი გახარებულ-გალაღებულები პოსტავთ, გეგონება დაიჭირეს, სამართალმა იზეიმა და ეტაპით მოყავთ ეხლა აქეთ…
რა გიხარიაათ??”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნინო ახობაძე

Facebook Comments

ახალი დადებული