გიორგი ვოლსკი: საკვირველია, განცხადების გაკეთებისას რატომ არ უშვებს ანა დოლიძე, რომ ხულიგნური ქმედება შესაძლოა პროვოკაცია იყოს

საკვირველია, განცხადების გაკეთებისას რატომ არ უშვებს ანა დოლიძე, რომ ხულიგნური ქმედება შესაძლოა პროვოკაცია იყოს და საერთოდ, ცილისწამების რა საფუძველი გააჩნია?, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიც-სპიკერი, გიორგი ვოლსკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, და პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძეს ეხმიანება.

ვოლსკის განცხადებით, როგორც კი მკაფიო განცხადება გაკეთდა ასეთი გამოვლინებების აღკვეთისათვის კანონის მიღების შესახებ, იმ წუთიდან დაიწყო „ქართული ოცნების” ამ ინიციატივის დისკრედიტაცია.

„ანა დოლიძემ გააკეთა განცხადება, რომ მას საარჩევნო შეხვედრისას შეურაცხყოფა მიაყენეს და მომხდარი ინციდენტი „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.

თუკი ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, დიდად საეჭვოა, რომ ინციდენტში მონაწილე აგრესიული მხარე „ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

როგორც კი მკაფიო განცხადება გაკეთდა ასეთი გამოვლინებების აღკვეთისათვის კანონის მიღების შესახებ, იმ წუთიდან დაიწყო „ქართული ოცნების” ამ ინიციატივის დისკრედიტაცია.

საკვირველია, განცხადების გაკეთებისას რატომ არ უშვებს ანა დოლიძე, რომ ხულიგნური ქმედება შესაძლოა პროვოკაცია იყოს და საერთოდ, ცილისწამების რა საფუძველი გააჩნია? რატომ შეიძლება მმართველმა გუნდმა ან პირადად მე შევილახო ღირსება და, როგორც იგი აცხადებს, ნასვამი ადამიანების თავდასხმა მოვაწყოთ შეკრებილ ქალბატონებზე.

ან თავდასხმაა პროვოკაცია ან ეს უტიფარი განცხადება!“, – წერს გიორგი ვოლსკი.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, 13 აგვისტოს, საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს I განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მომხდარი ფაქტი მან „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირა.

Facebook Comments

ახალი დადებული