ირმა ინაშვილი გურამ როგავას: რა სამარცხვინო ჟურნალისტი ხართ, ბატარა ბოკერია ხართ

რა სამარცხვინოები ხართ იცით? პირადად თქვენ ხართ სამარცხვინო ჟურნალისტი,- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა რუსთავი2-ის ჟურნალისტს გურამ როგავას გადაცემაში სტუმრობისას.

როგავამ ინაშვილს რამდენჯერმე გაუმეორა, რომ აფხაზეთში ჩასვლა მან კრემლის გავლით მოახერხა და ამის შესახებ არის ფაქტები. ინაშვილმა კი უპასუხა, რომ ადამიანს დიდი მოთმინება სჭირდება ასეთი საუბრის დროს. 

„თქვენ ახორციელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს, ისევ ატრიალებთ სიტყვებს „კრემლის გავლით“. ერთი მითხარით, რა ფაქტებია? ველოდები ფაქტებს. აბა?“,-განუცხადა ინაშვილმა გურამ როგავას, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ გადაცემის დრო ამოიწურა.

„ფაქტებზე რომ ვიწყებთ ლაპარაკს, დრო აღარ არის? რა სამარცხვინოები ხართ, პირადად თქვენ ხართ სამარცხვინო ჟურნალისტი. ძალიან მიკერძოებული და სამარცხვინო. პატარა ბოკერია ხართ, ეს არის საინფორმაციო შტურმი ჩემს წინააღმდეგ, მე გპასუხობთ, თქვენ კი, კრემლი კრემლი კრემლი -იმეორებთ. კრემლზე შეკითხვები დაუსვით მათ, ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ვინც გაყიდა ქართული მიწები და მათ შორის, ქალბატონ ხოშტარიას კითხეთ კრემლზე, „მგიმო“ რომ დაამთავრა. მე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და როცა სტუდენტი ვიყავი, ჩემი ქვეყნის გვერდით ვიდექი, როცა მას უჭირდა“,- უპასუხა ინაშვილმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული