ისანში “ნაციონალური მოძრაობა” გიორგი ვაშაძეს კონკურენტს უყენებს

ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება დაირღვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი ვაშაძეს ისნის საარჩევნო ოლქში კონკურენტი, ხატია დეკანოიძე დაუყენა.

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ცუდად იმოქმედებს ოპოზიციის შანსებზე.

„კარგი იქნება, თუ შემდგომში მაინც მოხდება დადებული შეთანხმებების დაცვა და არ მოხდება მისი გადახედვა, რასაც რეგულარულად აკეთებს ერთი პოლიტიკური ძალა“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ლეიბორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, კი აქ ჭარბობს ემოციური მომენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის.

„ჯერ კიდევ არის დრო, ვფიქრობ, გადალახვადი მომენტებია“,-აცხადებს ნატელაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული