მურთაზ ზოდელავა: საზოგადოების დაკვეთაა, რომ დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, ეს იმპულსი მოდის ხალხისგან

ნებისმიერი ოპოზიციის ლიდერი ან წარმომადგენელი, რომელიც ზის ოჯახურ წრეში, ახლობლებში, ანვითარებს ასეთ კონცეფციას: ნაცმოძრაობა იღებს სოლიდურ ხმას, ჩვენ ვიღებთ ჩვენს მოკრძალებულ ხმებს, ოცნება კი იღებს 25 % და აგებს არჩევნებს,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ფორმულა, რომელზეც მსჯელობს გიგა ბოკერიაც, გიგი უგულავაც, გიორგი ვაშაძეც და შალვა ნათელაშვილიც.  

„გიზიარებთ ჩემს საღ აზრს: ნებისმიერი ადამიანი, ვინც იხილავს, თუ როგორ მარცხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი, ამ ფორმულას ეყრდნობა. ჩვენი მთავარი მიზანია ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, ამისთვის ნაცმოძრაობამ მაქსიმალურად უნდა მოახდინოს თავისი მხარდამჭერების მობილიზება და ამას დაემატება სხვა ოპოზიციური პარტიები.  წინასაარჩევნო კამპანია აგებულია საზოგადოების დაკვეთაზე, რომ უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი. ეს იმპულსი მოდის ხალხისგან. ჩვენი თანამოქალაქეებისგან. „ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიაა მაქსიმალურად ბევრი ხმის მობილიზება . 

Facebook Comments

ახალი დადებული