8 მილიონზე რომ საუბრობთ, tv-პირველს ხომ არ უნდა ამ ფულიდან რეკლამა შემოვიტანოთ?

სააგენტო „დოსიე“ ეკუთვნის ხადარკოვსკის და არის საკმაოდ მძიმე და საეჭვო რეპუტაციის ყვითელი სააგენტო,-ამის შესახებ „პატრიოტთა“ ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ინაშვილი „დოსიეში“ გამოქვეყნებულ ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნოდ კრემლისგან მიიღო 8 მილიონი. ინაშვილი ხაზს უსვამს თავად „დოსიეს“ განმარტებას, რომლის თანახმადაც ამ სააგენტოს მესამე პირები აწვდიან ინფორმაციას და თავად პასუხს არ აგებს არანაირ ფეიკ ნიუსებზე. ვიცე-სპიკერის თქმით, ცილისმწამებლური სტატიის ავტორი არის ჟურნალისტი იგორ კუროპტევი, რომელიც სააკაშვილთან და ბოკერიასთან დაახლოებული პირია.

„ტელეკომპანიებს იგორ კუროპტევი გამოგყავთ როგორ ნეიტრალური ჟურალისტი და არ გითქვამთ, რომ ეს არის მხარე. მისი კომპანია „თავისუფალი რუსეთი“ არის ხადარკოვსკის მედიაპროექტების პარტნიორი, ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი კი გახლავთ საქართველოში კარგად ცნობილი დევიდ კრამერი. ამ კუროპტერმა სააკაშვილ-ბოკერიას დავალებით დააბეჭდინა „დოსიეს“ ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე აკეთა კომენტარები. ამ ტყუილ კომენტარზე გაკეთდა ტყუილი სიუჟეტები კონტროლირებად ტელევიზიებში… სხვათა შორის, ამ კუროპტევის საქმიანობა საქართველოში არის შესასწავლი. ძალიან ბევრი კითხვაა მის გარშემო და ჩემი მხრიდანაც ვიწყებ მისი საქმიანობის შესწავლას. 8 მილიონ 430 000-ზე საუბრობდით მტკიცებით ფორმაში და ტვ-პირველს ხომ არ უნდა ამ ფულიდან რეკლამა შემოვიტანოთ? “,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა მისი პარტიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს 40 000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი. პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩავატარეთ, რამაც აჩვენა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები 3,5%-ს აღწევენ, ბოკერიას პარტია 1%-საც ვერ აღწევს. ლელო კი, მევახშეების პარტია, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ადეიშვილთან და აუბედურებდნენ ხალხს, 0%-ში ტივტივებს, თუმცა იმანაც კი ხმა ამოიღო და ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანდა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

8 მილიონ 430 000-ზე საუბრობდით და ტვ-პირველს ხომ არ უნდა ამ ფულიდან რეკლამა შემოვიტანოთ? 

Facebook Comments

ახალი დადებული