ალექსანდრე ლუკაშენკო – ქვეყნის ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაშია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყნის არმიის ნახევარი საბრძოლო მზადყოფნაშია, რაც უკავშირდება დასავლეთიდან მუქარას და ბელარუსის საზღვართან ნატოს სწავლებას.

„პირდაპირ საზღვართან დაიწყეს წვრთნები. მე რა უნდა გავაკეთო? მეც განვათავსე საზღვართან ნაწილები, ნახევარი არმია მზადყოფნაში მოვიყვანე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მანამდე ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო ტაქტიკური სწავლების დაწყების შესახებ განაცხადა.

ამასთან, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე აქციების უკან სწორედ დასავლეთი დგას.

Facebook Comments

ახალი დადებული