ბელარუსში კიდევ 260-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

ბელარუსში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვესნას“ განცხადებით, 27 აგვისტოს ოპოზიციის არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ჯამში 267 ადამიანი დააკავეს.

ცენტრის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან, იმავე საღამოს გაათავისუფლეს.

დაკავეულთა შესახებ ბელარუსის ოფიციალურ უწყებას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ინფორმაციისთვის, ბელარუსში მარავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო დაიწყო, რომელსაც ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდამჭერები არ ეთანხმებიან.

ოფიციალური მონაცემებით, პირველ დღეებში 6 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, შეტაკებების დროს ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის 120 – ზე მეტი სამართალდამცავია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამი მომიტინგე გარდაიცვალა.

ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

Facebook Comments

ახალი დადებული