ელისაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მგონია, რომ ხანდახან არაფხიზელ მდგომარეობაშია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს.

„ძალიან არასერიოზულია სააკაშვილის განცხადებები, რომ ხან შემოდის, ხან ზღვარს ცურავს და ასე შემდეგ. რა უნდა, ვერაფერს ვხვდები, ძალიან არასერიოზული საყურებელი და მოსასმენია. ხანდახან შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფხიზელი არ არის. ბევრჯერ თქვა, რომ დაბრუნდება და ამიტომ არ მჯერა, მაგას ვერ გაბედავს“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული