თამარ ბაჩალიაშვილის ბებია თამარის დედაზე: რატომ მივიდა გვარამიასთან, მან ხომ კარგად იცოდა ბავშვის შეხედულება ამ ადამიანზე

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გამზრდელი ბებია აცხადებს, რომ გოგონას ტრაგედიას კონკრეტული ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ.

რიტა ზურაბაშვილმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ შვილიშვილთან ხშირად და ბევრ თემაზე საუბრობდა. მისი თქმით, სიკვდილამდე გარკვეული პერიოდით ადრე თამარმა უთხრა, რომ შეყვარებული იყო თავის უფროსზე. რაც შეეხება ბაჩანა ლობჟანიძეს, ბებია ამბობს, რომ მის შესახებ თამარს არასდროს უსაუბრია.

„ბე-ს მეძახდა, ერთხელ ვუთხარი თამრო, რაღაც გეტყობა, შეყვარებული ხომ არ ხარ მეთქი, არა ბეო, პირველი შენ გაიგებ თუ რამე იქნებაო. მერე მობრუნდა და მითხრა, სამსახურში ჩემი უფროსი მომწონსო, 32 წლისაა, ძალიან ვაჟკაცურია და ძალიან ჭკვიანიო. ბაჩანას შესახებ არასდროს არაფერი უთქვამს. მაგათთან კურსზე 500 კაცი სწავლობდა, აი იმ 500 კაცში იყო ბაჩანაც თურმე, და იცნობდნენ, როგორც ცოტა ფსიქიურად გადახრილს, არავისთან მეგობრობდაო“,-აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია ამბობს, რომ ენდობა გამოძიებას და მისთვის მიუღებელია, რომ ოჯახი ინტერვიუზე მივიდა გვარამიასთან. 

„ჩემთვის გაუგებარია, ჩემი დისშვილი რატომ მივიდა გვარამიასთან, მით უმეტეს, რომ კარგად იცოდა ჩემიც და ბავშვის შეხედულებაც ნიკა გვარამიაზე. რა მოხდა, ვინ მიიყვანა. მე როდესაც გამოვთქვი პროტსტი, როგორ ენდობი ადამიანს, რომელიც თავისით მოვიდა და გეუბნება, რომ უფასოდ ვიმუშავებ ადვოკატადო, ესე იგი, ვიღაცა უხდიდა. ვიღაც დაინტერესებული პიროვნება. ჩემმა დისშვილმა მითხრა, ახლა აქედან გადი, მე ვენდობი ამასო. ეს იყო მთავარი პირობა, რომ მე იქ აღარ გამოვჩნდე. გასვენების დროს, როდესაც რამიშვილი შემოდიოდა და დამინახავდა, ან გადიოდა, ან მე მთხოვდნენ, რომ გავსულიყავი“,-აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.

რიტა ზურაბაშვილმა ინტერვიუს დროს თქვა, რომ მედიით მის შვილიშვილზე მრავალი დაუმსახურებელი ცილისწამება გავრცელდა და უნდოდა, მოეყოლა, სინამდვილეში როგორი იყო თამარ ბაჩალიაშვილი.

​„ვერ აღგიწერთ, როგორი ბავშვი იყო, მომთმენი, თბილი, ბაღში რომ მიმყავდა, დამსახურებულ ბებიას მეძახდნენ, ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, მისი საღამოების მომზადებაში. მისი ინტერესის სფერო იყო- წარმატებული ლედი. ძალიან ბევრ რამეს მიაღწია 23 წლის ასაკში, მაგრამ მე მეუბნებოდა, რომ თავისი თავით უკმაყოფილო იყო, სკოლაში ხელოვნებამ დაუწერა ოთხიანი და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო ტექნიკურ საგნებში. ამბობდა, ნეტა ცოტა მაღალი ვყოფილიყავიო. ვიცოდი, სად მუშაობდა, ტერიტორიულად ვიცოდი, სად იყო, მაგრამ რას აკეთებდა, არ ვიცოდი, მეუბნებოდა, ბებო, მაინც ვერ გაიგებ რომ გითხრაო“,-ამბობს რიტა ზურაბაშვილი.  

მისი თქმით, საინგილოდან დაბრუნებული, კარანტინში იმყოფებოდა და სწორედ თამარს უნდა გამოეყვანა 22 ივლისს, თუმცა კარანტინიდან გამოსულს უკვე სახლში მიცვალებული დახვდა. ბებია ფიქრობს, რომ აქ რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.

„მიცვალებული და მე ერთ დღეს მივედით სახლში. ძალიან მონატრებული წავიდა ჩემგან, არ ვიცი რა მოხდა მის ცხოვრებაში, ასე მგონია, აქ რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად არ მოხდებოდა. რაღაცას იტყოდა“,-ამბობს რიტა ზურაბაშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული