თამთა მეგრელიშვილი: ჩამობრძანდით და დაათვალიერეთ ქართული „სამოთხე“ გურიაში!

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მედიასაშუალებებით წარმოდგენილმა უარყოფითმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ – “დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება”,
“ივანიშვილის კერძო, შემოღობილი ეზო,სადაც ჩიტიც კი ვერ შეფრინდება”
“ეკოლოგიურ კატასტროფა” და სხვა, კიდევ ერთი სასირცხვილო ფიასკო განიცადა.
გურიის რეგიონში საკონცერტო დარბაზი – “ბლექ სი არენას”,
ციცინათელას ატრაქციონების პარკისა და წვერმაღალის ორი­ა­რუ­სი­ა­ნი
ტყეპარკის შემდეგ, მცენარეთა უნიკალური, მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით წარმოდგენილი სრულიად გამორჩეული შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებს მასპინძლობს!
ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის,58 სახეობის ფრინველის, ბამბუკების კორომისა და ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბის დასათვალიერებლად მოსული მნახველების ნაკადი უწყვეტია.
სამუშაო ეტაპზე, დენდროლოგიური პარკის განაშენიანებისათვის ხეების გადასატანად მოეწყო შესაბამისი საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო მოსახლეობამ, რადგან ეს ხეები, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრება იყო და ხეების სანაცვლოდაც მათ შესაბამისი ანაზღაურება მიიღეს, დაიგო გზები,
მოხდა კონკრეტული ტერიტორიების გაზიფიკაცია.
ამ ეტაპზე დენდროლოგიურ პარკში დასაქმებულია 150 ადგილობრივი.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით საშვილიშვილო პროექტი შედგა!
საქართველომ შეიძინა უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომელიც ფაქტობრივად ბუნების ახალი ძეგლია!
ჩამობრძანდით და დაათვალიერეთ ქართული “სამოთხე”გურიაში!

Facebook Comments

ახალი დადებული