თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო

თურქეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას იწყებს, ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. ცნობილია, რომ ტესტირებაში, რომელიც სექტემბრის დასწაყისში დაიწყება,  მონაწილეობას 700 მოხალისე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კი, 263 998-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19 1491 ადამიანს დაუდასტურდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული