მათიკაშვილი: სააკაშვილს სუფთა და ნათელი კაბინეტი დახვდება ციხეში პრემიერობანას სათამაშოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის „გაბედულ“ ნაბიჯს, საქართველოში დაბრუნების შესახებ, ენთუზიაზმით შეხვდება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და სუფთა და ნათელ „კაბინეტს“ დაახვედრებს ციხეში, სადაც საკუთარ თავთან პრემიერობანას თამაში დიდი ხნით მოუწევს.

მათიკაშვილის თქმით, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა სააკაშვილს დაუფასდება.

„ამ კარიკატურულმა ფიგურამ პოლიტიკური ველიდან ტრაგი-კომიკურ ჟანრში გადაინაცვლა: ტრაგიკული – მისი მცირერიცხოვანი მომხრეებისთვის, ხოლო კომიკური დანარჩენი საქართველოსთვის. ბატონო მიხეილ, თქვენ ვერასდროს გახდებით საქართველოში ვერც პრემიერი და ვერც ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ეს ამ ცხოვრებაში არ მოხდება და ეს ყველაზე კარგად იცით თქვენ! თქვენს საქართველოში შესაძლო დაბრუნებას რაც შეეხება, უდაოდ მისასალმებელი ფაქტია: მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, ვფიქრობ, დაგიფასდებათ, სასჯელის მოხდის ნაწილში“. – მიმართა სააკაშვილს მათიკაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული