პოლიტოლოგი: სააკაშვილის განცხადება რჩება „ხმა მღაღადებლისა“, რადგან კარგად იცის თუ ჩამოვა დააპატიმრებენ

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

პოლიტილოგი აცხადებს, რომ  ექს პრეზიდენტის განცხადება  ახალი არ არის, რადგან საზოგადოებას სააკაშვილისგან მსგავსი განცხადებები არაერთხელ მოუსმენია.

ძაბირაძის თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დააპატიმრებენ.

„ასეთი განცხადება, რომ ის საქართველოში ჩამოდის და უნდა ველოდოთ, ახალი არ არის. ასეთი განცხადებები ხშირად გაუკეთებია, თუმცა ვერ ჩამოდიოდა და დარწმუნებული ვარ ამჯერადაც ვერ ჩამოვა. როგორც წესი ეს რჩებოდა „ხმა მღაღადებლისა“, რადგან მან მშვენივრად იცის, რომ საქართველოში საზღვარს თუ გადმოკვეთს დააპატიმრებენ, რადგან სასამართლოს განაჩენი აქვს გამოტანილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება იძულებული იქნება ასეთი ნაბიჯი გადადგას. სააკაშვილი ამ ნაბიჯზე წამსვლელი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის აქტიურობას პოლიტიკურ ველზე, პოლიტოლოგი ამბობს, რომ როგორც ოპოზიციონერ ლიდერს მას აქტიურობა არც საქართველოში და არც უკრაინაში აკლია.

„სააკაშვილი რაც ხელისუფლებიდან წავიდა არანაკლებ აქტიურია, ვიდრე მაშინ, როდესაც ის იყო ხელისუფლებაში. თუ არ ჩავთვლით, რომ უშუალოდ ვერ ხვდება ადამიანებს, ის ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურია. ყოველთვის აკეთებს შეფასებებს და გახსოვთ ალბათ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატიც მან დაასახელა, მასთან იყო შეთანხმებული. სააკაშვილი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოლიტიკოსია“, – აღნიშნა ძაბირაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული