სანამ ბოლო წვეთი სისხლისაგან არ დაცლით ქვეყანას, არ მოიშლით ამ სურენას შემოთხრას ხელმეორედ?!

უკრაინაში მებრძოლი თადარიგის პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„გენიოსი ადამიანები გვყავს და ცხრა ასოზე გადამხტარ ჩარუმ ჩათლახებს უგდებთ ქვეყანას მუდამ ორი ბინძური კაპიკის გულისათვის. შვილებს მომავალს უკარგავთ ერთხელ მუქთად გაძღომის გამო.
სანამ ასეთი ხალხი ურნებთან იქნებიან ამ უბედურებას ვერ ავცებით.
სხედან და იმისთანა სისულელებს წერენ, ჭკუიდან გადაგიყვანენ. მიშაა ჩვენი ერთადერთი გადარჩენის გზაო.
წაიყვანეთ და დაისვით სახლში სროკს რომ მოიხდის იმის მერე და რამდენიც გინდათ გადაგარჩინოთ.
სანამ ბოლო წვეთი სისხლისაგან არ დაცლით ქვეყანას გადაქართველებულო ქართველთ მოძულეებო მანამდე არ მოიშლით ამ სურენას შემოთხრას ხელმეორედ?!
ვერ ეღირსებით!“,-წერს მარტიაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული