ბატონი მიხეილის ვიდეომიმართვა ისტორიულ გარდატეხას შეიტანს საქართველოში ელექტორალურად

დინამიკა არის ასეთი, მიხეილ სააკაშვილს ემატება მომხრეები, ბიძინა ივანიშვილს კი აკლდება,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, გუბაზ სანიკიძემ დიანა ტრაპაიძის დღის ეთერში, სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროცესს ვერანაირი ძალა ვეღარ შეაჩერებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სააკაშვილი, როდესაც თავის შეცდომებზე საუბრობს, სანიკიძემ თქვა, რომ ეს არის რეფორმები, რომელთა გატარება ნაჩქარევად ხდებოდა.

„ძალიან ჩქარა ხდებოდა რეფორმების გატარება და გაუმართლებელი მეთოდებით. ის ამას აღიარებს. გარდა ამისა, როცა მასთან მქონდა ხანგრძლივი საუბარი, ის ძალიან ადამიანურად საუბრობდა და ბევრ რამეს განიცდის. ბატონმა მიხეილმა ისეთ რაღაცეებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც მეც კი არ ვამახვილებდი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. ეს ვიდეომიმართვა ისტორიულ გარდატეხას შეიტანს ელექტორალურად, რადგან საქართველოში ძალიან დიდი მასაა ამომრჩევლის, რომელიც მისგან ამ სიტყვებს ელოდა. რადიკალურად განსხვავებულია 2018 წლის შემდეგ ვითარება საქართველოში, მას შემდეგ მოხდა უმძიმესი შემთხვევები: გავრილოვის ღამე, კრიმინალის აყვავება, დამძიმდა ვითარება. 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნებში ვნახეთ დინამიკა. ამას ვერავინ შეაჩერებს. ქართულ ოცნებას ცხვირ-პირზე არ აკვირდებით? ეგრე გაცინებულები არ დარჩნენ. მიჰა ცჰამოვა და ბიძინა წჰავა. სააკაშვილი არის ყველაზე მძიმეწონიანი პოლიტიკოსი ქართულ სინამდვილეში, ის არჩევნებით წავიდა ხელისუფლებიდან. ვინც არჩევნებით არ წავა, ის მიდის მგლის ბილეთით“,-აცხადებს გუბაზ სანიკიძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული