გარდაიცვალა ნბა-ის ყოფილი ვარსკვლავი კლიფ რობინსონი

53 წლის ასაკში გარდაიცვალა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი კალათბურთელი კლიფ რობინსონი.

მას 2017 წელს ტვინში სისხლჩაქცევა მოუვიდა, რის შემდეგაც მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

რობინსონი ნბა-ში 18 სეზონის განმავლობაში თამაშობდა, იცავდა „პორტლენდის“, „ფინიქსის“, „დეტროიტის“, „გოლდენ სტეიტისა“ და „ნიუ იორკის“ ღირსებას.

იგი ნაციონალური ასოციაციის „ოლ სტარის“ მონაწილეა (1994), კარიერა კი, 2007 წელს დაასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული