ილონ მასკმა ღორებში „აზრების წამკითხავი“ მოწყობილობის ჩადგმის პრეზენტაცია მოაწყო

ამერიკულმა კომპანია Neuralink-მა ბიზნესმენ ილონ მასკთან ერთად 29 აგვისტოს მოწყობილობა „აზრების წაკითხვის“ ღორებზე გამოცდის პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაცია კომპანიის იუთუბ-არხზე გადაიცემოდა. 

მოწყობილობას სახელად Link ჰქვია და ის ადამიანის თავის ქალაში იდგმება. ის 8 მმ-იანი დიამეტრის მონეტის ზომისაა და ტვინის მუშაობაზე ინფორმაციას გადასცემს. 

ჩიპის ჩადგმის ტექნოლოგია ღორებში წარმატებით დასრულდა. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იყო რეალურ დროში ცხოველების ტვინის აქტივობებზე დაკვირვება, მონიტორზე ფიქსირდებოდა  ღორის დინგის შეხება სხვა საგნებთან.

ილონ მასკის თქმით, მოწყობილობა განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხსიერება აქვთ დაკარგული, პარალიზებული არიან, აწუხებთ უძილობა, აგრეთვე დაეხმარება ნარკომანებს, უსინათლოებსა და ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული