მეუფე გრიგოლი: თუ დადასტურდება, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები, ეკლესია უშვებს გამონაკლინისის სახით წესის აგებას

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, თერჯოლაში გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მეუფე გრიგოლის თქმით, თუ დადასტურდება, რომ თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები იყო, აღნიშნულ შემთხვევაში ეკლესიამ გამონაკლისის სახით წესის აგება შეიძლება დაუშვას.

„არ ვიცი, რა მოხდა და სად მოხდა, თუ დადასტურდება, რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და პრობლემები, ამ შემთხვევაში, ეკლესია უშვებს გამონაკლინისის სახით წესის აგებას. ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა მოხდა. ვფიქრობ ეს საკითხი ადგილობრივმა მღვდელმთავარმა უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტმა გიორგიმ განაცხადა, რომ თუ 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, მას ეკლესია წესს არ აუგებს

Facebook Comments

ახალი დადებული