ქუთაისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოჰყვა

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ავარიაში მოჰყვა.

შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარებისა და მსუბუქი ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ.

არსებული ინფორმაციით, ბრიგადა სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრს არ ეკუთვნის.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცავები იძიებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული