ცხინვალში არაადამიანური წამების შედეგად მოქალაქე მოკლეს

„სიტუაცია სტაბილურია, ჩვენ მას ვაკონტროლებთ. მთავარია არეულობა თავიდან ავიცილოთ”, – განუცხადა RES – ს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ფუხაევმა..

სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ცხინვალის სამართალდამცავმა ორგანოებმა რეგიონში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ქალაქში მილიციის რაზმები მორიგეობენ, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა დაშლა დაიწყეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შსს მინისტრზე თავდასხმისთვის ინალ ჯაბიევი დააკავეს. მეორე დღეს კი, მისი ცხედარი მძიმე დაზიანებებით პროზექტურაში მიიტანეს.

შედეგად, გაღიზიანებული მოქალაქეების ნაწილმა ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა.

ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა.

ფოტოებს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

Facebook Comments

ახალი დადებული