აშშ: რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში სახიფათო მანევრი შეასრულეს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებს სახიფათო მანევრირებაში ადანაშაულებს.

მომხდართან დაკავშირებით ევროპაში შეერთებული შტატების საჰერო ძალების მეთაურობამ განცხადება გაავრცელა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსული გამანადგურებლები „არაპროფესიონალურად და სახიფათოდ“ მოქმედებდნენ, როდესაც ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენ ბი-52-ისთვის მანევრირებაში ხელის შეშლას ცდილობდნენ.

აშშ რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საერთაშორისო ბსტანდარტების დაცვით იმოქმედოს.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი 28 აგვისტოს მოხდა. რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ ბომბდამშენს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის გეგმიურ ფრენას ახორციელებდა.

Facebook Comments

ახალი დადებული