გვანცა აბესაძე: ამ ტიპმა შექმნა ჯგუფი, სადაც 10-14 წლის ბავშვებს გაღმერთებული ჰყავთ და იცავენ კბილებით

ფეისბუქმომხმარებელი გვანცა აბესაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გუშინაც დავპოსტე, მაგრამ თუ საჭირო გახდება, კიდევ დავწერ, შემთხვევით წავაწყდი რომ ამ ტიპმა შექმნა ჯგუფი, სადაც წევრების უმრავლესობას 10-14 წლის ბავშვები არიან, რომლებიც დებენ საკუთარ ფოტოებს და ეს ტიპი მათ აფასებს.
ეს ბავშვები ვერ ხვდებიან, მაგრამ ფაქტია, ფარული პედოფილიის სამიზნე არიან თავისდაუნებურად, ტიპი გაღმერთებული ჰყავთ და იცავენ კბილებით. ჯგუფში არიან როგორც ბიჭები, ასევე გოგოები და ამ ადამიანის წყალობით +18 თემებიც აქტუალურია.
ძალიან რთულია ყველას მშობელს სათითაოდ მისწერო და გააფრთხილო, თან როცა არ იცი რა რეაქცია ექნებათ ამ ყველაფერზე, ამიტომ მეგობრებო, გთხოვთ დაარეპორტოთ და ყურადღება მიაქციოთ თქვენს შვილებს, სანამ გამოუსწორებელი შედეგი დადგება“,-წერს გვანცა აბესაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული