გუბაზ სანიკიძე: მოგიწევთ ყველას პასუხისგება, დიდი წმენდა იქნება, ამ ქვეყანაში იქნება დიქტატურა რეფორმების

იქნება რევანში, აბა როგორ გგონიათ, თქვენ გაგულავებთ ზუსტად და თქვენ შეგაჭმევინებთ ამ ქვეყანას? ,-ასეთი განცხადება გააკეთა გუბაზ სანიკიძემ „კავკასიის“ ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, არჩევნების შემდეგ საქართველოში იქნება საყოველთაო წმენდა და საბჭოთა აზროვნების განადგურება.

„აბა რა გგონიათ, თქვენი შიზიკი ბიძინას იმედზე მოეწყობა ეს ქვეყანა ზუსტად რა! ვისაც არ მოგწონთ საქართველო, მიბრძანდით მშობლიურ რუსეთში. საყოველთაო წმენდა იქნება, განადგურება იქნება საბჭოთა აზროვნების საქართველოში. თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს შემაფარხებელი, თქვენი აზროვნების სტილი, ამიტომ მოგიწევთ სუყველას პასუხისგება, დიდი წმენდა იქნება, ამ ქვეყანაში იქნება დიქტატურა, ოღონდ იქნება დიქტატურა რეფორმების, მორჩა და გათავდა“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments

ახალი დადებული