დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ჩავა, სადაც რამდენიმე დღეა, პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრის გამო აქციები მიმდინარეობს

დონალდ ტრამპი ქალაქ კენოშაში ჩავა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა, პოლიციის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის დაჭრის გამო აქციები და არეულობა არ წყდება. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, აშშ-ის პრეზიდენტი ვისკონსინის შტატში მდებარე ქალაქს მომდევნო კვირაში ეწვევა.

პრეზიდენტი სამართალდამცველებს შეხვდება და აქციების შედეგად ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს თავად შეაფასებს.

შეგახსენებთ, რომ კენოშაში პოლიციელმა ფერადკანიან მამაკაცს ჯეიკობ ბლეიქს რამდენჯერმე ესროლა. შედეგად, ბლეიქი პარალიზებულია. ექიმები არ არიან დარწმუნებულნი, რომ ის სიარულს შეძლებს.

კენოშაში მომხდარის გამო, პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ აქციების ტალღა აშშ-ის ქალაქებში ხელახლა აგორდა.

გუშინ კენოშაში გამართულ მიტინგში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახის წევრებმა დემონსტრანტებს მოუწოდეს, კანონი არ დაარღვიონ. ამასთან, მათ მოუწოდეს ხელისუფლებას დამნაშავე პოლიციელები დასაჯონ.

Facebook Comments

ახალი დადებული