თამარ ბაჩალიაშვილის დედა ეჭვობს, რომ შვილის სიკვდილში მისი ბებიაც შეიძლება იყოს გარეული

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს ეჭვი აქვს, რომ თამარის სიკვდილში თამარის ბებია რიტა ზურაბაშვილიც შეიძლება იყოს გარეული. ამის შესახებ მან „მთავარ არხთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გარდაცვლილი გოგონას დედა ადანაშაულებს იმ ადამიანებს, ვინც გამოძიებას ნდობას უცხადებს. მანამდე თეონა თამაზაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ თამარის მეგობარ დეას შესაძლოა, თამარის ვალი ჰქონოდა და ამის გამო, ხელი შეეწყო მისი მკვლელობისთვის.

მისივე თქმით, რიტა ზურაბაშვილს ფინანსური პრობლემები აქვს, რაც მასში ეჭვს აჩენს.

„რიტა ზურაბაშვილის ხელწერა იგივეა, რაც დეას შემთხვევაში. რახან გამოძიებას ენდობა, ნიშნავს, რომ ჩემი შვილის თვითმკვლელობას აღიარებს. როგორც ჩანს, ორივეს მიუძღვის წვლილი ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში. უკვე ეჭვებს მიჩენს ეს ყველაფერი. მე უცხო ხალხის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე ვაიბებიასი, მაგასთან ხდება დეას დედის თავყრილობები, აღარ ვიცი, გარეულ მტერს ვებრძოლო, თუ შინაურს. სამეზობლო მყოლია საუკეთესო და სისხლის ნათესავი – მტერი“,-განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, რიტა ზურაბიშვილმა „იმედს“ ინტერვიუ მასზე შურისძიების მიზნით მისცა.

„მე დავიფიცე, რომ ეშმაკისთვის რომ დამჭირვებოდა სულის მიყიდვა, მე ამას გავაკეთებდი და ვიპოვიდი ჩემი შვილის მკვლელებს. მაშინ წამომიხტა და მითხრა, გვარამიასთან არ უნდა მიხვიდეო. მე ვუთხარი, ზუსტადადც, პირველი გვარამიასთან მივალ, რადგან მჯერა მისი მეთქი. მე მაგასთან ურთიერთობა გავწყვიტე და როგორც ზღაპრებშია, ბოროტი პერსონაჟები,  ასე იძია შური ჩემზე. ახლა უნდა, რომ ტელეზვეზდად იქცეს და თავისი ამბიციები დაიკმაყოფილოს. და არა მარტო ამბიციები. ფინანსური პრობლემების მოგვარებასაც შეპირდნენ ალბათ.“,-აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

Facebook Comments

ახალი დადებული