თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ჩემი შვილი იმ ხარებას მოკლული რომაა, ფაქტია

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ხარებას მოკლულია. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს ის მანქანები, რომლებიც ვიდეოჩანაწერებში ფიგურირებს. 

„იმ ხარებას მოკლული რომაა, ფაქტია უკვე, გამოჩნდა ხომ? იმ მანქანებით და გადასასვლელებით“,-განაცხადა მან. 

ბაჩალიაშვილის დედამ საზოგადოებას მოუწოდა, პროკურატურასთან, მასთან ერთად მოითხოვონ მუხლის გადაკვალიფიცირება. 

„დღე არ გავა, ვიღაც არ მოკვდეს, ისეა გამრავლებული კრიმინალი. ნუ დაელოდებიან, რომ უშუალოდ მაგათ ოჯახს როდის შეეხება ეს ყველაფერი. გამოვიდნენ, რამეთუ ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“,-აცხადებს თეონა თამაზაშვილი. 

გუშინ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მისი შვილის მკვლელობაში ბებიაც იყოს გარეული, მანამდე კი თქვა, რომ თამარის მეგობარ დეაზე აქვს ეჭვი.

Facebook Comments

ახალი დადებული