თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პერმანენტულ აქციებს აანონსებს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ბაჩალიაშვილის მამის თქმით, მისი შვილის სიკვდილში კონკრეტული პირები არიან გარეული, გამოძიება კი მათ არ ასახელებს. 

„45 დღე გავიდა, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის, ჩემი შვილის მკვლელს ვეძებ, რაშია საქმე, გაირკვევა მალე. მერე თავის თავს დააბრალებენ“,-აცხადებს ბაჩალიაშვილის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ოჯახი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას ითხოვს, ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ ბაჩალიაშვილის მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში მისი გარდაცვალების შემდეგ მიიტანეს, ოჯახი პროკურატურასთან აქციას დღეს, 14:00 სთ-ზე გამართავს.

Facebook Comments

ახალი დადებული