იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ისევ შავი საქმეებია საკეთებელი, სააკაშვილის ენერგია არის გამოსაყენებელი

მე ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ენერგია და ტალანტი არის გამოსაყენებელი. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ისევ შავი საქმეებია საკეთებელი,-ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მურმან დუმბაძემ ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ენერგიით სავსე ადამიანი, რომელსაც საკუთარი რეპუტაციული რისკის არ ეშინია.

„სწორედ ეს შეძლო მიხეილ სააკაშვილმა 2004-დან 2012 წლამდე. ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რამ არ გამოუვიდა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, არჩევანი ისევ ორ ფერშია, განსაკუთრებით, რეგიონებში. არჩევანია ბიძინა ივანიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. თუ ჩვენ ივანიშვილის ჩამოშორება გვინდა ხელისუფლებიდან და გვინდა, რუსულ ორბიტას მოვცილდეთ, მიხეილ სააკაშვილის ენერგია და ტალანტია გამოსაყენებელია, ის უნდა ჩამოვიდეს“,-განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სააკაშვილის მოთხოვნილება და პოლიტიკოსები ვალდებული არიან, მოქალაქეების მოთხოვნილებას ყური მიუგდონ.

„გადახედეთ გამოკითხვებს, სოციალურ ქსელებს, ფეისბუქებს. მიხეილ სააკაშვილზე მოთხოვნილებაა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მოქალაქეებს ყური ხომ უნდა მივუგდოთ. ჩვენ ხომ ჩვენთვის არ გვინდა ეს თანამდებობები“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული