მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის სამხედროს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის სამხედროს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშუალებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც საფრანეგთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ფრანგმა ოფიცერმა, რომელიც იტალიაში დისლოცირებულ ნატოს ძალებში მსახურობს, საიდუმლო დოკუმენტები რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა.

„უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო უფროსი ოფიცრის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა საფრანეგთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ფლორანს პარლიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული