საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 25 – ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1469 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 25 -ით გაიზარდა და ამჟამად 1221-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული

<