„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა,ამინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

მათივე თქმით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რაც ასეთი შემთხვევებისთვის დადგენილი პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

„დადასტურებულ პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფ პერსონალს გარკვეული პერიოდი შეეზღუდა კონტაქტები და დროებით იზოლაციაში გადავიდნენ. მიმდინარეობს ოფისის თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება. მოხდა ოფისის დეზინფექცია. ამ ეტაპისთვის, ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია“- აცხადებენ მმართველი პარტიის პრესსამსახურში.

Facebook Comments

ახალი დადებული