NASA: დედამიწას პოტენციურად საშიში ასტეროიდი უახლოვდება

პოტენციურად საშიში ასტეროიდი 2011 ES4 დედამიწას უახლოვდება. კოსმოსური სხეული მრავალსართულიანი სახლის ზომაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნასა“ ავრცელებს.

ასტეროიდი დედამიწას 1 სექტემბერს, თბილისის დროით 20:12 სთ-ზე მოუახლოვდება. მისი ზომა 22-დან 49 მეტრამდეა და პლანეტას 120 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება- ეს დაახლოებით, 3,2-ჯერ ნაკლებია დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილზე. ასტეროიდის მოძრაობის სიჩქარეა დაახლოებით 7-8 კილომეტრი წამში. 

2011 ES4 აღმოაჩინეს 2011 წლის მარტში და ის აპოლონ-ასტეროიდების ჯგუფშია, რომელთა მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის ორბიტას კვეთს. 

Facebook Comments

ახალი დადებული