აზერბაიჯანული პრესა ყარაბაღთან დაკავშირებით ბაჩალიაშვილის დედის ვერსიას ეხმაურება

23 წლის პროგრამისტის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე პლაკატი მიიტანა, რომელზეც ეწერა, რომ „სამი მაღალჩინოსანი ამარაგებდა ყარაბაღის ომს იარაღით აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. როგორც თეონა თამაზაშვილმა განმარტა, აღნიშნული ინფორმაცია სახლიდან გამოსვლის წინ მისმა წყარომ მიაწოდა და პლაკატი ისე გააკეთა, რომ ოჯახის წევრებისთვისაც არ უთქვამს. გარდაცვლილი პროგრამისტის დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს მოუწოდა, ამ ფაქტით დაინტერესდნენ.

აზერბაიჯანული გამოცემა HAQQIN AZ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის დღევანდელ აქციას მალევე გამოეხმაურა. 

„თამარ ბაჩალიაშვილის სკანდალური მკვლელობა: მოკლულმა რაღაც იცოდა ყარაბაღში იარაღის მიწოდების შესახებ“ ,-ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში HAQQIN AZ, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აქვეყნებს ანტიქართულ პუბლიკაციებს, აღნიშნავს, რომ საქართველოში მწიფდება სკანდალი 23 წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. 

„დღეს გარდაცვლილის მშობლებმა გააკეთეს სენსაციური განცხადება: ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი ქალიშვილის სიკვდილი დაკავშირებულია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდებასთან, რომელიც უკავშირდება ქართველ მაღალჩინოსნებს“,-წერს გამოცემა. 

Facebook Comments

ახალი დადებული