ბრიტანეთში გადასახადების რეკორდულ მატებას ელიან

ბრიტანეთის ხელისუფლება გადასახადების მატების ვარიანტს განიხილავს, რომელიც ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე რეკორდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Sunday Telegraph ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფინანსთა სამინისტრო ამ გზით ეცდება პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნის გამო ბიუჯეტის დანაკარგების კომპენსირებას.

ხელისუფლებაში არსებული წყაროების ინფორმაციით, განიხილება პენსიონერთა დახმარების შემცირება და კომუნალური გადასახადების გაზრდა. 

გადასახადების გაზრდას პროგნოზირებს გამოცემა The Sunday Times-ც. მისი ინფორმაციით, კომპანიების მოგების გადასახადი შესაძლოა, 19%-დან 24 %-მდე გაიზარდოს. 

Facebook Comments

ახალი დადებული