ექსპერტი: ამ ქალ­ბა­ტონ­მა საქართველო ფაქ­ტობ­რი­ვად, ომში აქ­ცია მხა­რედ, სომ­ხე­თის დამ­ხმა­რედ

 ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო. ეს მისი ვერ­სია კი არაა, რო­გორც მის­მა ად­ვო­კატ­მა ბრძა­ნა, არა­მედ ის პირ­და­პირ ამ­ბობს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­უ­ბა­რი იყო თან­ხის გა­და­რი­ცხვებ­ზე და სომ­ხე­თის მხა­რის მიერ ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე,-ამის შესახებ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

ექსპერტი 30 აგ­ვის­ტოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე, გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თა­მარმა შემ­თხვე­ვით გახ­სნა იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ფა­ი­ლი, რომ­ლე­ბიც ყარაბაღის კონფლიქტში ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი.

ემზარ საბანაძე: -ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი პროგ­რა­მის­ტი თუ იყო, მუ­შა­ობ­და ორ კომ­პა­ნი­ა­ში და ხომ გა­სარ­კვე­ვია, რო­მელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ეს ტრან­ზაქ­ცია? გა­მო­ძი­ე­ბა ამ კომ­პა­ნი­ე­ბით უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ კომ­პა­ნი­ებს ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იყე­ნე­ბენ ხოლ­მე.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იქცა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ჯილ­დაო ქვეყ­ნად. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ეს პი­როვ­ნე­ბა პირ­და­პირ ითხოვს თურ­ქე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ამ საქ­მე­ში ჩა­ე­რი­ონ და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომში გვაქ­ცია მხა­რედ, სომ­ხე­თის დამ­ხმა­რედ. ეს უკვე ძა­ლი­ან ცუდი რა­მეა, თან თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ 1921 წლის ყარ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 100 წლის­თა­ვი მო­დის და დღის წეს­რიგ­ში მისი გა­და­ხედ­ვის სა­კი­თხი დგე­ბა. რო­გორც მე ვუ­ყუ­რებ, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი მუ­შა­ობს და ერე­ვა თუნ­დაც ამ საქ­მე­ში, ამ გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე უკვე სა­უ­ბა­რი აღა­რაა, ყვე­ლა­ფე­რი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და გლო­ბა­ლურ და­ნა­შა­უ­ლამ­დე და კონ­ფლიქ­ტამ­დე მიჰ­ყავთ. ამ გო­გო­ნას ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე გა­და­რი­ცხვე­ბი თუ ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ვი­ღა­ცამ თუ შე­ი­ძი­ნა და მერე ის სომ­ხეთ­ში წა­ვი­და იმი­სათ­ვის, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან ეომა, გა­მო­დის, მხა­რე ვართ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ამ გან­ცხა­დე­ბა­ზე პი­როვ­ნე­ბას არ იბა­რე­ბენ და არ ჰკი­თხა­ვენ.

– ამ­ბობს, წყა­როს არ და­ვა­სა­ხე­ლე­ბო…

– ამ პი­როვ­ნე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ არ და­ა­დას­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამ ქალ­ბა­ტო­ნის ქმე­დე­ბა რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მან ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. თურ­ქებს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ეუბ­ნე­ბი, ქარ­თვე­ლებ­მა ია­რა­ღი იყი­დეს, ფული გა­და­რი­ცხეს შენს წი­ნა­აღ­მდე­გო, ად­ვო­კა­ტი გა­მო­დის და გვე­უბ­ნე­ბა, ეს ვერ­სი­ა­აო. რო­მელ ვერ­სი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ქალი პირ­და­პირ იძ­ლე­ვა ჩვე­ნე­ბას, ირ­წმუ­ნე­ბა, ჩემ­მა შვილ­მა ფული გა­და­რი­ცხა ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად, წყა­რომ მო­მა­წო­და და მას არ ვა­სა­ხე­ლე­ბო. აქ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზეა ლა­პა­რა­კი, თან რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეა და ვალ­დე­ბუ­ლია წყა­რო და­ა­სა­ხე­ლოს – რო­მე­ლი ად­ვო­კა­ტი, ან ჟურ­ნა­ლის­ტი ეგაა? არ და­ა­სა­ხე­ლებს და მის ქმე­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა უნდა მი­ე­ცეს.

– თქვე­ნი აზ­რით, ვის შე­ეძ­ლო ოჯა­ხის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა?

– ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქალ­ბა­ტონს ვე­რა­ვინ მი­აწ­ვდი­და, თუ არა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მეტი წყა­რო არაა. ამით დას­ტურ­დე­ბა ის, რომ უშუ­ა­ლოდ სის­ტე­მა­ში არი­ან სა­ბო­ტა­ჟის მო­სურ­ნე­ნი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია. ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და თუ მის ოჯახს ვი­ღაც იყე­ნებს, უნდა და­ა­სა­ხე­ლოს ის პი­როვ­ნე­ბე­ბი. თან თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ეს გან­ცხა­დე­ბა მას მერე გა­ა­კე­თა, რაც ბა­თუმ­ში ჩა­მოხ­სნეს ინაშ­ვი­ლის პლა­კა­ტი, რო­მელ­ზეც აჭა­რა გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო, რო­გორც და­პყრო­ბი­ლი ტე­რი­ტო­რია. ეს რა­ი­მე წინა მე­სი­ჯი ხომ არაა ჩვენ­თვის? თან დღეს ვარ­შა­ლო­მი­ძეც ჩა­მო­ვი­და თურ­ქე­თის გავ­ლით. რა, და­ემ­თხვა? ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს. მი­ტინ­გი სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე უნდა ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და ისე­თი რა­ღაც “და­ა­ხეთ­ქა”, რი­თაც პო­ლი­ტი­კურ და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჯერ ამ­ბობ­და, აზერ­ბა­ი­ჯანს არ ვენ­დო­ბი, სა­ტე­ლი­ტურ ფო­ტო­ებს არ გა­მო­ვი­თხოვთ იქი­და­ნო, ახლა მათ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას სთხოვს. ის ბრალ­დე­ბას უყე­ნებს არა პო­ლი­ცი­ას, არა გა­მო­ძი­ე­ბას, პრო­კუ­რა­ტუ­რას, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოს. ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ე­ყოს იმ მკვლე­ლო­ბის საქ­მეს.

– რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს გან­ცხა­დე­ბა სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს?

– არ მჯე­რა, რომ ეს სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ასეც რომ იყოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ხომ უნდა ეს­მო­დეს, რომ მის ნათ­ქვამს მძი­მე შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს? საქ­მე ჩვენს მე­ზობ­ლებს ეხე­ბა. ჩვენ აზერ­ბა­ი­ჯან­თან სა­ზღვრე­ბი არ გვაქვს დად­გე­ნი­ლი, თურ­ქეთ­თან დად­გე­ნი­ლი გვაქვს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თის სა­ზღვრე­ბი და რო­მელს მო­ვე­რე­ვით? ამ ქალ­ბა­ტონ­მა მათი მხრი­დან აგ­რე­სი­ის, შე­მოჭ­რი­სა და ომის სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, მხა­რედ გა­მოგ­ვა­ცხა­და. ის მაკ­ვირ­ვებს, რომ რო­გორც კი ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, ეგ­რე­ვე, აქ­ცი­ი­დან­ვე უნდა წა­ეყ­ვა­ნათ და­კი­თხვა­ზე. თან პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­ნო­ბის წინ იყო და რას ელო­დე­ბი­ან ეს და­ლოც­ვი­ლე­ბი?! ამა­ზე სას­წრა­ფოდ უნდა ყო­ფი­ლი­ყო რე­ა­გი­რე­ბა. ისე, რა გა­საკ­ვი­რია, გა­და­ხე­დეთ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი კად­რია დარ­ჩე­ნი­ლი. ეს საქ­მე გას­ცდა კერ­ძო ტრა­გე­დი­ას და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს.

Facebook Comments

ახალი დადებული