კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან 7 ინფიცირებულთან კონტაქტია, 11 კი – შემოტანილია

კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევიდან, 7 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 11 არის შემოტანილი შემთხვევა. აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღე-ღამეში ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და გამოჯანმრთელებულთა პროცენტულმა მაჩვენებელმა 83% შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეისთვის, კოვიდცენრებში 220 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 487 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 240-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული