90-იან წლებში მიშა სააკაშვილს კაცად არ აღიქვამდნენ, მაგრამ ვაკემ მშვენივრად მიიღო და 2-ჯერ მისცა ხმა

ზოგადად, მე უფრო ხმაურიანი ვარ, ვიდრე გიგა, მაგრამ სამაგიეროდ გიგას ჩემზე გაცილებით მაღალი ცნობადობა აქვს, არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებას უფრო იოლად იქცევენ და ასეთი იყო მიშა სააკაშვილი და ასეთი ვარ მეც,-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა „კავკასიას“ ეთერში საუბრისას.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უარყოფითად ხომ არ იმუშავებს გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაზე მისი მეუღლის ემოციური და ხმაურიანი ხასიათი, ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მაგალითით უპასუხა. 

„ჩვენ ხშირად ვართ სტერეოტიპების ტყვეობაში, ქართველებს მივაწებებთ ხოლმე, რომ რაღაცა არ უყვართ. მე მახსოვს 90-იანი წლები, როცა სააკაშვილი იწყებდა აღმასვლას და მას უცხოპლანეტელად აღიქვამდნენ, არც ქართველად აღიქვამდნენ, მეტიც – არც კაცად აღიქვამდნენ, ის საერთოდ რაღაც პროგრამა ეგონათ, მაგრამ ვაკემ მშვენივრად მიიღო და აირჩია ორჯერ. ამიტომ ჩვენ იმისი არ უნდა შეგვეშინდეს და წინასწარ არ უნდა მოვახვიოთ რაღაცა განწყობები ქართველ ხალხს და ამის ტყვეობაში არ უნდა მოვიქციოთ თავი. რადგან უამრავი მაგალითი გვაქვს, როდესაც ყველასგან ამოვარდნილი და გამორჩეული ადამიანი 96%-ით აირჩიეს. რომელ ქართველ კაცს გავს ახლა სააკაშვილი, მაგრამ ხომ აირჩიეს. მე კი არ ვედრები, მაგრამ იმის თქმა, რომ ქართველები მათგან განსხვავებულს არ მიიღებენ, არის ტყუილი. მე გიგას ვერაფრით გადავჩრდილავ, ეს იქნება გიგას ბრძოლა და მე მას დავეხმარები“,-განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.  

Facebook Comments

ახალი დადებული